ტექნოლოგიების გამოყენება დიდ აუდიტორიასთან
დიდ აუდიტორიასთან მუშაობა წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ გადაულახავ პრობლემას ჩვენი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეთათვის. რთულია 30-50 კაციან ჯგუფში მიიქციო ყველას ყურადღება, დააინტერესო და განაწყო მოსასმენად. თუმცა აქვე შეიძლება დავსძინოთ, რომ ის რევოლუციური მიღწევები, რაც ჩვენ ტექნოლოგიების სფეროში გაგვაჩნია, გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გავხადოთ ჩვენი მუშაობა დიდ აუდიტორიასთან. მხოლოდ Power Point -იც კი კმარა ჩვენი გაკვეთილისა თუ ლექციის გასამრავალფეროვნებად.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და გააჩნია 8 სხვადასხვა ინტელექტი, რომელიც სხვადასხვაგვარად აქვს განვითარებული. მულტიმედია საშუალებები გვეხმარება მოვერგოთ განსხვავებული ინტელექტის მქონე პირებს, მივიქციოთ თითოეული ადამიანის ყურადღება და გავხადოთ მათთვის ჩვენგან გაცემული ინფორმაცია, საინტერესო და ადვილად აღსაქმელი.
Power Point-ის პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიზუალურად დავანახოთ აუდიტორიას ის მთავარი, საკვანძო საკითხები, რაზეც გვსურს მათი ყურადღების მიქცევა, დავურთოთ ტექსტს სურათი თუ ვიზუალური მასალა, ვუჩვენოთ ფილმი თუ გრაფიკულად გამოსახული კვლევის ანალიზი, მოვასმენინოთ მელოდია თუ ვუჩვენოთ ჩვენი ჩაწერილი ინტერვიუ.
მსგავსი მულტიმედია საშუალებები, რომელთა გამოყენების მთავარი წესი არის ზომიერების დაცვა და მიზანმიმართულობა, წარმოადგენს ისეთ იარაღს, რომელსაც უნდა იყენებდეს თანამედროვე მასწავლებელი.
Comments
Post a Comment