მოსწავლის ავტონომიურობა

რას ნიშნავს ავტონომიურობა?
ჩემი აზრით, გავხადო მოსწავლე ავტონომიური შემსწავლელი ნიშნავს, მივცე მას როგორც არჩევანის საშუალება, ასევე თავისუფლება -  მართოს საკუთარი სასწავლო პროცესი. რა თქმა უნდა, ეს თავისუფლება არ მოიაზრებს მასწავლებლის სრულ უგულვებელყოფას და პასიურობას. მასწავლებელი ამ შემთხვევაში არის დამხმარე, ფასილიტატორი, გეზის მიმცემი. ასეთი ავტონომიურობა ცხადია მოგვაგონებს კონსტრუქტივიზმს - როდესაც მოსწავლე თავად აგებს ცოდნას და არის აქტიური შემსწავლელი, მასწავლებელი კი, მისი დამხმარე.
იმისათვის,  რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი სასწავლო პროცესის ორგანიზებული მართვა, საჭიროა ის იცნობდეს საკუთარ ინდივუდუალურ თავისებურებებს, ანუ ფლობდეს მეტაკოგნიტურ უნარებს და ასევე სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებს, რომლებიც მას დაეხმარება საკუთარი სასწავლო პროცესის მართვაში. მასწავლებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს ამ უნარების განვითარებაში, თუ თავად ეცოდინება და გამოიყენებს სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებსა და აქტივობებს გაკვეთილის მიმდინარეობისას. ასევე, ძალიან ახალისებთ მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს, რაც ზრდის მათ ჩართულობასა და მოტივაციას. 
მაგალითისთვის, გავიხსენებ, რამოდენიმე წლის წინ მეთერთმეტე კლასში მოსწავლეებს უნდა ჩაეწერათ ინტერვიუ სკოლის ფსიქოლოგთან ძალადობის შესახებ და შემდეგ პროექტის ფარგლებში წარედგინათ მოხსენება და მოკლე მიმოხილვა აღნიშნული ინტერვიუს შესახებ ინგლისურ ენაზე ამერიკელი სტუმრებისთვის. მოსწავლეთა ჩართულობა ამ ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერისას  იყო ძალიან მაღალი. მათ დიდი ხალისით იმუშავეს კამერასთან და შემდეგ გააკეთეს მონტაჟი. ყოველივე კი მოგვიანებით თარგმნეს ინგლისურ ენაზე და შესანიშნავად წარსდგნენ სტუმრების წინაშე. უდავოა, თანამედროვე ტექნოლოგიები უაღრესად დიდ რესურსებსა და საშუალებებს გვთავაზობს, რომ გავამრავალფეროვნოთ მოსწავლეთა სასწავლო პროცესი. თუ ჩვენ, პედაგოგები ვასწავლით მათ, თუ როგორ და რა მიზნისთვის არის შესაძლებელი ამა თუ იმ რესურსის გამოყენება და ნელ-ნელა შევამცირებთ ჩვენს კონტროლს, დავეხმარებით მათ რომ გახდნენ დამოუკიდებელი შემსწავლელნი.

Comments

Popular posts from this blog

თამაშები და ქვიზები

სასკოლო განათლება ციფრულ ტექნოლოგიებში