დიდ აუდიტორიასთან მუშაობა წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ გადაულახავ პრობლემას ჩვენი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეთათვის. რთულია 30-50 კაციან ჯგუფში მიიქციო ყველას ყურადღება, დააინტერესო და განაწყო მოსასმენად. თუმცა აქვე შეიძლება დავსძინოთ, რომ ის რევოლუციური მიღწევები, რაც ჩვენ ტექნოლოგიების სფეროში გაგვაჩნია, გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გავხადოთ ჩვენი მუშაობა დიდ აუდიტორიასთან. მხოლოდ Power Point -იც კი კმარა ჩვენი გაკვეთილისა თუ ლექციის გასამრავალფეროვნებად. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და გააჩნია 8 სხვადასხვა ინტელექტი, რომელიც სხვადასხვაგვარად აქვს განვითარებული. მულტიმედია საშუალებები გვეხმარება მოვერგოთ განსხვავებული ინტელექტის მქონე პირებს, მივიქციოთ თითოეული ადამიანის ყურადღება და გავხადოთ მათთვის ჩვენგან გაცემული ინფორმაცია, საინტერესო და ადვილად აღსაქმელი. Power Point-ის პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიზუალურად დავანახოთ აუდიტორიას ის მთავარი, საკვა...
რას ნიშნავს ავტონომიურობა? ჩემი აზრით, გავხადო მოსწავლე ავტონომიური შემსწავლელი ნიშნავს, მივცე მას როგორც არჩევანის საშუალება, ასევე თავისუფლება - მართოს საკუთარი სასწავლო პროცესი. რა თქმა უნდა, ეს თავისუფლება არ მოიაზრებს მასწავლებლის სრულ უგულვებელყოფას და პასიურობას. მასწავლებელი ამ შემთხვევაში არის დამხმარე, ფასილიტატორი, გეზის მიმცემი. ასეთი ავტონომიურობა ცხადია მოგვაგონებს კონსტრუქტივიზმს - როდესაც მოსწავლე თავად აგებს ცოდნას და არის აქტიური შემსწავლელი, მასწავლებელი კი, მისი დამხმარე. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი სასწავლო პროცესის ორგანიზებული მართვა, საჭიროა ის იცნობდეს საკუთარ ინდივუდუალურ თავისებურებებს, ანუ ფლობდეს მეტაკოგნიტურ უნარებს და ასევე სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებს, რომლებიც მას დაეხმარება საკუთარი სასწავლო პროცესის მართვაში. მასწავლებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს ამ უნარების განვითარებაში, თუ თავად ეცოდინება და გამოიყენებს სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებსა და აქტივობებს გაკვეთილის მიმდინარეობისას. ასევე, ძალიან...
Comments
Post a Comment