Posts

Showing posts from May, 2019

Padlet - ინტერაქციული დაფა

Image
English & Multimedia

ტექნოლოგიების გამოყენება დიდ აუდიტორიასთან

Image
დიდ აუდიტორიასთან მუშაობა წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ გადაულახავ პრობლემას ჩვენი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეთათვის. რთულია 30-50 კაციან ჯგუფში მიიქციო ყველას ყურადღება, დააინტერესო და განაწყო მოსასმენად. თუმცა აქვე შეიძლება დავსძინოთ, რომ ის რევოლუციური მიღწევები, რაც ჩვენ ტექნოლოგიების სფეროში გაგვაჩნია, გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გავხადოთ ჩვენი მუშაობა დიდ აუდიტორიასთან. მხოლოდ Power Point -იც კი კმარა ჩვენი გაკვეთილისა თუ ლექციის გასამრავალფეროვნებად.  რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და გააჩნია 8 სხვადასხვა ინტელექტი, რომელიც სხვადასხვაგვარად აქვს განვითარებული. მულტიმედია საშუალებები გვეხმარება მოვერგოთ განსხვავებული ინტელექტის მქონე პირებს, მივიქციოთ თითოეული ადამიანის ყურადღება და გავხადოთ მათთვის ჩვენგან გაცემული ინფორმაცია, საინტერესო და ადვილად აღსაქმელი.  Power Point-ის პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიზუალურად დავანახოთ აუდიტორიას ის მთავარი, საკვანძო საკით

ჯგუფური მუშაობის რუბრიკა

Image
რუბრიკა

პროექტის ვებ-ქუესტი

Image
ჩემი ვებ- ქუესტი

რა არის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება?

Image
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის ერთ-ერთი უახლესი მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართულნი არიან საკუთარი ცოდნის შექმნის პროცესში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლის მიერ დასმული პრობლემის ან დილემის გადაჭრაში. მასწავლებელი ძირითადად ფასილიტატორის როლს ირგებს და ეხმარება მოსწავლეებს ეტაპობრივად, როდესაც ამის საჭიროება იჩენს თავს. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციის, გაანალიზებენ, უზიარებენ ერთმანეთს და კვლავ  უბრუნდებიან საკითხს, მომდევნო განხილვისთვის მოსამზადებნად. ამ მეთოდის მრავალი დადებით მხარეებიდან გამოვარჩევდი მოსწავლეების მუშაობას მცირე ჯგუფებში. ამ დროს მოსწავლეები ეუფლებიან ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, აზრის გაზიარებას, საპირისპირო აზრის გათვალისწინებას. გარდა ამისა, მოსწავლეები საკითხს უდგებიან შემოქმედებითად და ამავდროულად კრიტიკულად აანალიზებენ მას, რაც მათი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების წინაპირობაა.

ონლაინ კითხვარი

Image
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

რა არის მულტიმედია საშუალებები

Image
მულტიმედია საშუალებები  არის ინფორმაციის გავრცელებისათვის საჭირო სხვადასხვა მედია საშუალებები, მაგალითად - ბეჭდური ტექსტი, ხმოვანი ტექსტი, გრაფიკული სურათი, ანიმაციური სურათი და სხვ.   ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები   წარმოადგენენ იმ ტექნოლოგიურ "ხელსაწყოებს", რომელთა საშუალებითაც ხორციელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელება, მიღება, დამახსოვრება, ორგანიზება. მათ შორისაა: კომპიუტერი, ინტერნეტი, რადიო და სატელევიზიო საშუალებები და სხვ. სასწავლო მიზნით გამოყენებული  ვებ ტექნოლოგიები  არის ის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება სწავლა-სწავლების პროცესში და რომლის საშუალებითაც ეს პროცესი უფრო ეფექტური, მრავალფეროვანი და საინტერესოა.

სასკოლო განათლება ციფრულ ტექნოლოგიებში

Image
მოგესალმებით, თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დღითიდღე უფრო ფასდაუდებელი ხდება. უდავოა, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატებული წინსვლა ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და რომ, განათლების სისტემა, განსაკუთრებით კი სასკოლო განათლება, ამ ტექნოლოგიების მოხმარების თვალსაზრისით საკმაოდ ჩამორჩება სხვა სფეროებს.  მიუხედავად ტექნოლოგიების უაღრესად ბევრი დადებითი მხარისა, იქნება ეს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, სწავლის პროცესის გამარტივება, ინფორმაციის მოპოვების სწრაფი საშუალება თუ სხვანი, აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ პიროვნება არის სოციალური არსება და მას აუცილებლად ესაჭიროება მსგავს არსებებთან პირისპირი კომუნიკაცია. ტექნოლოგიების ხშირი გამოყენება ადამიანს წყვეტს რეალურ სამყაროს და ხელს უშლის მას ემოციური ინტელექტის განვითარებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ საზოგადოებაში.  გარდა ამისა, "მომავლის სკოლას" აუცილებლად ესაჭიროება " მომავლის მასწავლებელი". თუ თავად მასწავლებელი არ იქნება გარკვეულ