სასკოლო განათლება ციფრულ ტექნოლოგიებში

მოგესალმებით,
თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დღითიდღე უფრო ფასდაუდებელი ხდება. უდავოა, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატებული წინსვლა ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და რომ, განათლების სისტემა, განსაკუთრებით კი სასკოლო განათლება, ამ ტექნოლოგიების მოხმარების თვალსაზრისით საკმაოდ ჩამორჩება სხვა სფეროებს. 
მიუხედავად ტექნოლოგიების უაღრესად ბევრი დადებითი მხარისა, იქნება ეს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, სწავლის პროცესის გამარტივება, ინფორმაციის მოპოვების სწრაფი საშუალება თუ სხვანი, აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ პიროვნება არის სოციალური არსება და მას აუცილებლად ესაჭიროება მსგავს არსებებთან პირისპირი კომუნიკაცია. ტექნოლოგიების ხშირი გამოყენება ადამიანს წყვეტს რეალურ სამყაროს და ხელს უშლის მას ემოციური ინტელექტის განვითარებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ საზოგადოებაში. 
გარდა ამისა, "მომავლის სკოლას" აუცილებლად ესაჭიროება " მომავლის მასწავლებელი". თუ თავად მასწავლებელი არ იქნება გარკვეული და დახელოვნებული იმაში, თუ როგორ არის შესაძლებელი უახლესი ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში მიზანმიმართული გამოყენება - შეიქმნება ქაოსი, რაც პირიქით, შესაძლოა უარყოფითად აისახოს სასწავლო პროცესზე. პირადად მე, " მომავლის სკოლა", როგორიც ის ავტორს ჰყავს წარმოდგენილი, გარდაუვალ, თუმცა ოდნავ უფრო შორეულ პერსპექტივად მესახება. მთავარია, საზოგადოებამ კარგად გაითავისოს  ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეები და წონასწორობა დაიცვას რეალურ სამყაროსა და ვირტუალურ სამყაროს შორის. 

Comments

Popular posts from this blog

მოსწავლის ავტონომიურობა

თამაშები და ქვიზები