რა არის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება?
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის ერთ-ერთი უახლესი მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართულნი არიან საკუთარი ცოდნის შექმნის პროცესში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლის მიერ დასმული პრობლემის ან დილემის გადაჭრაში. მასწავლებელი ძირითადად ფასილიტატორის როლს ირგებს და ეხმარება მოსწავლეებს ეტაპობრივად, როდესაც ამის საჭიროება იჩენს თავს. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციის, გაანალიზებენ, უზიარებენ ერთმანეთს და კვლავ უბრუნდებიან საკითხს, მომდევნო განხილვისთვის მოსამზადებნად. ამ მეთოდის მრავალი დადებით მხარეებიდან გამოვარჩევდი მოსწავლეების მუშაობას მცირე ჯგუფებში. ამ დროს მოსწავლეები ეუფლებიან ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, აზრის გაზიარებას, საპირისპირო აზრის გათვალისწინებას. გარდა ამისა, მოსწავლეები საკითხს უდგებიან შემოქმედებითად და ამავდროულად კრიტიკულად აანალიზებენ მას, რაც მათი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების წინაპირობაა.
Comments
Post a Comment